შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა, შესაძლოა, განმეორებით რეფერენდუმში გაიმარჯვონ

საქართველო, თბილისი - 16:29 | 05.08.2019
ნანახია: 720

შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა, შესაძლოა, გაიმარჯვონ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის შემთხვევაში. ამას მოწმობს საზოგადოებრი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც ბრიტანელი მილიარდერისა და მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრის, მაიკლ ეშკორფტის დაკვეთით ჩატარდა.

როგორც ის აღნიშნავს, შოტლანდიელების რაოდენობა, რომლებიც მხარს რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა. კითხვზე დაუჭერენ თუ არა შოტლანდიის დამოუკიდებლობას განმეორებით რეფერენდუმზე, დადებითად 46-მა პროცენტმა უპასუხა, 43-ამ პროცენტმა კი უარყოფითად, 11-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იციან როგორ  მოიქცევიან რეფერენდუმის შემთხვევაში. გამოკითხულთა 47-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ წელიწადში რეფერენდუმი უნდა გაიმართოს.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა. ამომრჩეველთა 55-მა პროცენტმა მხარი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე