ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 05.08.2019
ნანახია: 679

ჰონგ-კონგში სამართალდამცველებმა  ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ტინ შუი ვანის რაიონის პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ შეკრებილნი.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები და ფემინისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ ქალის მიმართ პოლიციელების უხეშობა, რომელიც კვირას სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პოლიციელებმა დემონსტრანტებს განყოფილებასთან მიახლოების უფლება არ მისცეს, დააკავეს რამდენიმე რადიკალურად განწყობილი აქტივისტი, რომელიც მათ ქვებსა და კვერცხებს ესროდნენ.

ამასთან, მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება ქალაქის სხვა რაიონებშიც. ოპოზიციური ძალები მოსახლეობას გაფიცვისკენ მოუწოდებენ. გაფიცულია აეროპორტის თანამშრომელთა ნაწილი, გაუქმებულია 230-ზე მეტი ავიარეისი.

დილიდან გაჩერებული იყო მეტროს რამდენიმე  ხაზის მუშაობა. პარალიზებულია საავტომობილო გზები. ქალაქის ცენტრალურ რაიონებში დაკეტილია სავაჭრო ცენტრები.

დღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რასაც დემონტრანტების უმეტესობა მოითხოვს, კრიზისის დარეგულირებისთვის კი კონკრეტული საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჰონგ-კონგში საშიში სიტუაციაა, რომელმაც, შესაძლოა, სტაბილურობასა და განვითარებას საფრთხე შეუქმნას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე