ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, "რუსთავი 2"-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 05.08.2019
ნანახია: 844

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, "რუსთავი 2"-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს. განცხადება დღეს, ტელეკომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ კონსულტაციები იურისტებთან უკვე გაიარა და სამართლებრივი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, დღეს, მის საფლავზე შეიკრიბნენ. "რუსთავი2"-ის დამფუძნებელი 55 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრებს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ საეჭვო ვითარებაში, მომხდარი სასიკვდილო გასროლა, სწორედ "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე