მახინჯაურში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 05.08.2019
ნანახია: 692

მაშველებმა მახინჯაურში, ზღვაში ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს. როგორც სანაპიროზე მყოფმა მოქალაქეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა მოქალაქე სკუტერით გამოიყვანეს.

წყლიდან გამოყვანილ მამაკაცს მედიკოსების დახმარება არ დასჭირვებია. 

ადგილობრივების განმარტებით, ახალგაზრდა კაცი მახინჯაურში ცხოვრობს.

დღეს საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაზე ცურვა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე  ამ დროისთვის  3-4 ბალიანი შტორმია, აღმართულია წითელი ალმები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე