„ქართული ოცნება“ ძალიან ნირწამხდარია - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:32 | 05.08.2019
ნანახია: 811

„ქართული ოცნება“ ძალიან ნირწამხდარია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დეტალურად გაანალიზესდა კითხვა დასვეს – რატომ წავაგეთ პირველი ტური, რა კომპონენტი იყო, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია იყენებდა საარჩევნო კუთხით და მოდით, კანონი შევქმნათ, რითაც ამ მექანიზმებს გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოვაშორებთ. ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ არის მიმართული. ბლოკების აკრძალვა ხდება, სახელწოდებაში არაფრის გაკეთება შეგიძლია. მათი მიზანია, არ დაუშვან პარტიებისთვის რამე მექანიზმის არსებობა გაერთიანების მიზნით. საარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიურ რეკლამას აქტიურად ვიყენებდით, ეს თავისუფლება გვქონდა. უნდათ, ცენზურა დაგვადონ. 25 პროცენტზე მეტს ნეგატიურ რეკლამას ვერ გააკეთებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს, საშუალება არ ექნება, აკრიტიკოს ქვეყანაში არსებული გაჭირვება და სიღარიბე.

„კოალიციაში ხუთი კვალიფიციური სუბიექტი ვიყავით, ხუთი უფასო სარეკლამო დრო გვეკუთვნოდა. ახლა გვეუბნებიან, რომ არ შეგიძლია, ეს ხუთი უფასო დრო გამოიყენო საერთო მიზნისთვის, კეთილი ინებეთ, ცალ-ცალკე მიზნები გამოიყენეთო. არჩევნებში მაინც ერთად მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენს გეგმებს ჯერ არ ვიტყვით. მოგვიანებით გაიგებთ, ამას როგორ გავაკეთებთ. ყველა გეგმას ვერ გეტყვით, რადგან, რასაც ვამბობთ, ცვლილებებს იმის მოხედვით აწყობენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე