შევთავაზეთ ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამართლიან თამაშის წესებს, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან საარჩევნო პროცესს - ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:58 | 05.08.2019
ნანახია: 577

ოპოზიციას შევთავაზეთ ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამართლიან თამაშის წესებს, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან საარჩევნო პროცესს, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაგანუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა სამართლიანი თამაშის წესების შემოტანა  და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარ საწყისებზე კონკურენციის შესაძლებლობა მიცემა.

„ეს მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობაზე უარის თქმას. იმ უპირატესობაზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პირობებში გვაქვს. ჩვენ უარს ვამბობთ ამ უპირატესობაზე, რათა კიდევ ერთხელ დავამკვიდროთ სამართლიანი თამაში წესები, არსებობდეს დაბალანსებული საარჩევნო სისტემა და, შესაბამისად, თანაბარ პირობებში გავუწით ყველა პარტიამ ერთმანეთს კონკურენცია. პოლიტიკურ ოპონენეტებს აქვთ გარკვეული მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა, რომლის თქმითაც, მმართველი გუნდის შემუშავებული ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება.

ანრი ოხანაშვილის აზრით, მომზადებული ცვლილებებით, არც ერთ პარტიას არ ექნება მინიჭებული უპირატესობა.

„საინტერესოა დისკუსია, კონკრეტულად რა არგუმენტები აქვთ ოპონენტებს. საუბრობენ, რომ მიესალმებიან პროპორციულ სისტემას, ეუთო-ს რეკომენდაციები არის გათვალისწინებული. თუ ისინი ამ ყველაფერს მიესალმებიან, აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამართლიან თამაშის წესებს, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან საარჩევნო პროცესს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე