6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 05.08.2019
ნანახია: 624

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 6-7 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 8-9 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 5 აგვისტოს დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე