შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლის სურვილი აქვთ - ქვრივიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 05.08.2019
ნანახია: 925

"ივლისში ტურისტული ვიზიტების 1%–ით ზრდა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ზრდის ტემპი შემცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ შემცირებულია იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში შემოვიდნენ, თუმცა ამ ყველაფერში პოზიტიური მხარე არის ის, რომ მაინც გავიდა 1%-იან, თუმცა ზრდის ტემპზე", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რომ არა სანქციები ქვეყანაში, ივლისში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა ორნიშნა მაჩვენებელი იქნებოდა.

"მოლოდინები მაღალი იყო, როგორც ტრადიციული ასევე არატრადიციული მიმართულებებიდან. ჩვენ ივნისში ვნახეთ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლის სურვილი აქვთ.
საუბარი იმაზე, რომ აღდგეს ის სტატუს კვო, რაც იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს. ჩვენი ამოცანა პირველივე დღიდან იყო ის, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ის ზარალი, რაც შესაძლებელი იყო ჩვენს ქვეყანას მიეღო", - განაცხადა ქვრივიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე