თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 05.08.2019
ნანახია: 651

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 49 წლის მამაკაცია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა და მას ხე დაეცა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე