აშშ-ში მასობრივ სროლას, დონლად ტრამპმა, ფსიქიკური აშლილობა უოწდა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 05.08.2019
ნანახია: 790

აშშ-ში მასობრიოვი სროლა ფსიქიკური დაავადების პრობლემებს უკავშირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ  ტრამპმა განაცხადა.

თეთრი სახლის მეთაურმა მსროლებებს სერიოზულად ფსიქიკური ავადმყოფები უწოდა. მან აღნიშნა, რომ მასობრივი სროლის პრობლემა უკვე წლებია გადაუჭრელია და აუცილებელია მისი შეჩერება.

აშშ-ში, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამი მასობრივი სროლა, მოხდა. თავდაპირველად თავდასხმა განხორციელდა, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში,  Walmart-ს სავაჭრო ცენტრზე, დაიღუპა 20 და დაიჭრა 26 ადამიანი.

მსროლელი დაკავებულია. ის 21 წლის თეთრკანიანი ამერიკელი პატრიკ კრუზიოსი აღმოჩნდა. თავდასხმამდე მან Twitter-ში გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც მხარი დაუჭირა ახალ ზელანდიაში, მარტში მომხდარ ტერაქტს და განაცხადა, რომ მიგრანტების გამო ზარალდება აშშ-ის კულტურა და ეკონომიკა.

ამის შემდეგ სროლა მოხდა ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის მსროლელიც, დაშავდა კიდევ 26 მოქალაქე. თავდამსხმელი 24 წლის კომორ ბეტსია. მან სხვებთან ერთად მოკლა თავისი 22 წლის დაც.

მესამე შემთხვევა მოხდა ჩიკაგოში, საბავშვო მოედანზე, შედეგად დაიჭრა შვიდი ადამიანი. თავდამსხმელის დაკავების შესახებ, რომელიც შავი Chevrolet Camaro-თი გადაადგილდებოდა, ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე