ივანიშვილი ცდილობს, ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ჩასვას ციხეში - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 17:01 | 02.08.2019
ნანახია: 952

 ივანიშვილი ცდილობს, ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ვინც აქტიურია, ვისაც აქვს გარკვეული გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ჩასვას ციხეში, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ  ნიკა გვარამიას საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მყარდება ტოტალური კონტროლი.

„საქართველოში მყარდება ტოტალური კონტროლი, ანუ ივანიშვილი ცდილობს, ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ვინც აქტიურია, ვისაც აქვს გარკვეული გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ჩასვას ციხეში.

ნიკა გვარამიასთან მიმართებაში რამდენიმე კომპონენტია, ის იყო ამდენი ხნის განმავლობაში გარანტი დამოუკიდებელი მედია სარედაქციო პოლიტიკის, იყო ძალიან დიდი ოპონენტი ივანიშვილის და მიუხედავად „რუსთავი 2“-დან გაშვებისა, აქვს მცდელობა, შექმნას დამოუკიდებელი რესურსი და საშუალება. აქედან გამომდინარეობას ყველაფერი, რაც ხდება. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად დასრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე