ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 16:49 | 02.08.2019
ნანახია: 968

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამების საკათედრო ტაძარში ილიაობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

მამუკა ბახტაძემ კათოლიკოს-პატრიარქსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

"თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები, თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ, ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს.

ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია”, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართლის დღეს აღნიშნავს.

დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე