გერმანიის შს მინისტრი შვეიცარიის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 02.08.2019
ნანახია: 955

გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი შვეიცარიის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს, მას შემდეგ რაც მიგრანტმა ერითრეიდან, რომელიც ციურიხის კანტონში ცხოვრობდა, მაინის ფრანკფურტის ვაგზალზე დედას და ბავშვს ხელი ჰკრა და ლიანდაგებზე გადააგდო.

 „მსურს გამოვიყენო ყველა საშუალება, რათა დამყარდეს გონივრული კონტროლი საზღვარზე“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალ Spiegel-ს.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმების შესახებ კანცლერ ანგელა მერკელთან არ უსაუბრია, თუმცა იმედოვნებს, რომ ისინი ამ საკითხზე შეთანხმდებიან. „ვიცი, რომ უსაფრთხოების საკითხებში კანცლერი იმ აზრზეა, რაზეც მე“, - აღნიშნა მან.

ორშაბათს, მაინის ფრანკფურტის ვაგზალზე მიგრანტმა ერითრეიდან მატარებლის ქვეშ, ლიანდაგებზე გადააგდო დედა და მისი რვა წლის შვილი. ბავშვი დაიღუპა, დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავე ვაგზლის შენობაში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შვეიცარიაში ოჯახური ძალადობის გამო იძებნებოდა. 2006 წლიდან ის ციურიხის კანტონში ცხოვრობდა და საზოგადოებასთან კარგად ინტეგრირებულ პირად იყო აღიარებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე