აივნის ჩამონგრევის შედეგად ქუთაისში მოხუცი ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 02.08.2019
ნანახია: 738

აივნის ჩამონგრევის შედეგად ქუთაისში 78 წლის გარდაიცვალა. megatv-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 2 აგვისტოს, ავტომშენებლის დასახლებაში, ხარებავას #5ბ-ში მოხდა.

როგორც ცნობილია აივანი მაშინ ჩამოიშალე, როდესაც ქალი იქ იდგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ჩამოშლილი აივნიდან ჩამოვარდილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხედა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოხუცი მარტოხელა იყო და მისი ახლობლებლები რუსეთში ცხოვრობენ.

მათივე თქმით ხარებავას ქუჩაზე, ეს აივნის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის და ისინი აივნების გამაგრებას ითხოვენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზიებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე