ბრიტანეთი სარაკეტო შეთანხმების შეწყვეტაში რუსეთს ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 02.08.2019
ნანახია: 769

დიდ ბრიტანეთი საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შეწყვეტაში რუსეთს ადანაშაულებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის თქმით, რუსეთი დამნაშაევა შეთანხმების შეწყვეტაში და საიდუმლოდ განაგრძობს სარაკეტო სისტემის განთავსებას.

როგორც ცნობილია, სარაკეტო შეთანხმება, დღეს,  2 აგვისტოს შეწყდა.

 „რუსეთმა საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება კრახამდე მიიყვნა, ის საიდუმლოდ განაგრძობს სარაკეტო სისტემის შემუშავებასა და განთავსებას, რაც შესაძლოა, მიმართული იყო ევროპის ქვეყნების დედაქალაქებისკენ. მათ მიერ წესების უგულველყოფა ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. დიდი ბრიტანეთი სრულიად უჭერს მხარს ნატოს პასუხს“, - წერს მინისტრი მიკრობლოგ Twitter-ში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ნატო სარაკეტო შეთანხემბის შეწყვეტას პასუხს გასცემს ანტისარაკტო თავდაცვის სფეროში ღონსიძიებებით, უზრუნველყოფს ბირთვული შეკავების საშუალებების ეფექტიანობას, თუმცა არ აპირებს ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსებას ევროპაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე