ვინსენტ რეი: საქართველო სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო, თბილისი - 14:40 | 02.08.2019
ნანახია: 592

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობდა.

ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსს, ვინსენტ რეის და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მინისტრის მოადგილემ მიმდინარე პროექტების საფუძველზე მიღწეული წარმატებული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენი დახმარებით, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოხარული ვარ, თქვენთან წარმატებული თანამშრომლობით“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ვინსენტ რეის განცხადებით, საქართველო სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანს, რომელსაც, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დარგობრივი პოლიტიკის წარმოების და უწყების ინსტიტუციონალური ცვლილების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მმართველი კომიტეტის შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე