აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 02.08.2019
ნანახია: 732

აშშ რუსეთთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს. საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მოქმედება დღეიდან შეწყვეტილია.

2019 წლის ორი აგვისტოდან შეწყდა საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. შეთანხმებას ხელი 1987 წლის 8 დეკემბერს მოეწერა.

ვაშინგტონმა მანამდე განაცხადა, რომ შეთანხმებას დატოვებდა რუსეთის მხრიდან არსებული დარღვევების გამო. დოკუმენტის თანახმად 500-დან 5 ათასამდე კმ-ის მანძილზე მოქმედი რაკეტები აკრძალულად იყო გამოცხადებული. თუმცა აშშ-მა და ნატო-მ მოსკოვი შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე