რობერტ კენედის შვილიშვილი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 02.08.2019
ნანახია: 1029

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის უმცროსი ძმის, ცნობილი პოლიტიკოსის რობერტ კენედის შვილიშვილი სირშა კენედი ჰილი ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. წერს The New York Times-ი.

გამოცემის ცნობით, 22 წლის გოგონა კენედების მამულში, ჰაიენის-პორტში გარდაცვლილი იპოვეს.

 „დღეს სამყარო ნაკლებად მშვენიერი გახდა“, - განაცხადა რობერტ კენედის 91 წლის ქვრივმა ეთელმა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო. The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გოგონას დეპრესია სტანჯავდა.

რობერტ (ბობი) კენედი 1968 წელს კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ კალიფორნიის პრაიმერის მოგების შემდეგ, 5 ივნისს, იგი არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა მოკლა. მას ეთელისგან 11 შვილი დარჩა, მათგან მეთერთმეტე დაიბადა რობერტის მკვლელობის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე