ხორვატიის დედაქალაქში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 4 არასრულწლოვანია

საქართველო, თბილისი - 11:53 | 02.08.2019
ნანახია: 673

ექვსი ადამიანი დაიღუპა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სროლის შედეგად. იუწყება Vecernji List-ი. ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული ცხედრები კაიზერიცის რაიონში იპოვეს. მკვლელობა წინასწარი მონაცემებით, ჩაიდინა მამაკაცმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.

დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ ეჭვიანობა გახდა.

აროფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა შორის ოთხი არასრულწლოვანია. იმავე მონაცემებით, სიკვდილს გადაურჩა შვიდი თვის ბავშვი, რომელიც მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე