აშშ-მა სკრიპალების მოწამვლის გამო რუსეთის სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 02.08.2019
ნანახია: 685

აშშ-მა სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მოაწერა. იუწყება Politico.

 „აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების შესახებ 2018 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო რუს ორმაგ აგენტზე სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის დროს“, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ტრამპს მოუწოდა გადასულიყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეორე ეტაპზე.

2018 წლის მარტში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულპარალიტური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 27 აგვისტოდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პირველი ეტაპი დააწესა.

კანონის თანახმად, სანქციები ორ ეტაპად იყოფა. მეორე ეტაპი იმ შემთხვვაში უნდა გამოყენებულიყო, თუ რუსეთი სამი თვის განმავლობაში არ წარადგენდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის სარწმუნო პირობას და არ დაუშვებდა თავის ქიმიურ ობიექტებზე გაეროს ინსპექტორებს. რაც რუსეთს რა თქმა უნდა არ გაუკეთებია, ამის საპსუხოდ აშშ-მა სანქციების მეორე ეტაპი აამოქმედა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე