7 თვეში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში 77 პირი მიეცა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 02.08.2019
ნანახია: 726

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში 77 პირი მიეცა.

„ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 77 პირი“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე