სამტრედიაში, ახალგაზრდა ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 09:51 | 02.08.2019
ნანახია: 1034

სამტრედიაში, ადგილობრივ მაცხოვრებელ ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალის მეგობარი იმედა გოგავა წერს. მისი თქმით, ქართველი „ვაჟკაცები“ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ახალგაზრდა ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს. თავდასხმაში მონაწილეობდა სასულიერო პირიც. როგორც გოგავა წერს, თავდამსხმელები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური გამოხდომებით. მისივე თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„სამტრედიაში, დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კერძოდ, ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი "ვაჟკაცები" დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემ მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გამოხტომებით). საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის უკვე აძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება, პარალელურად ვაპირებთ საქმის მასალების მედიისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემას“, - წერს გოგავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე