ლაგოდეხში ნინოსხევის ჩანჩქერში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 00:00 | 02.08.2019
ნანახია: 705

ლაგოდეხის რაიონში, სოფელ გურგენიანში მდებარე ნინოსხევის ჩანჩქერში გერმანელი ტურისტი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტურისტი სავარაუდოდ სიმაღლიდან გადმოვარდა.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე