„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 01.08.2019
ნანახია: 841

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.  როგორც გამოცემას ფორმულა „კრეატივში“ განუცხადეს, რუსთავი 2-ზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.

„ჩემი ცოლის დაქალები“ ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.

მათივე ცნობით, რუსთავი 2-ზე, ასევე აღარ გავა გადაცემები  „სამზარეულოს ომები” და „მთავარი ექიმი“.

„ფორმულა კრეატივი” ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე