პროკურატურა "რუსთავი2"-ის კონტრაქტორ კომპანიებში შევიდა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 01.08.2019
ნანახია: 756

პროკურატურა რუსთავი2-ის კონტრაქტორ კომპანიებში შევიდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებუსლ განცხადებაშია ნათქვამი. 

,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა,"-ნათქვამია განცხადებაში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე