რუსეთის დუმაში საქართველოს მიერ "ოსი ხალხის გენოციდის" საკითხს განიხლავენ

საქართველო, თბილისი - 15:12 | 01.08.2019
ნანახია: 1102

რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო მომდევნო სხდომაზე განიხილავს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვას, „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის გენოციდის აღიარების" შესახებ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დუმის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რია" ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმართა რუსეთის დუმას "1920 წელს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ".

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის თქმით, რომ 2020 წელს აღინიშნება ოსი ხალხის „გენოციდის" ასი წლისთავი, რომელიც 1919-20 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ „ჩაიდინა".

ოსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ 1919-20 წლებში თითქოს დაიღუპა 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 40 ათასამდე ადამიანი კი იძულებული გახდა თავიანთი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილები ფონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იყო. მისი თქმით, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობის ისტორია, თუ კი სურს მათთან ურთიერთობების დალაგება.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველებმა 1919 -20 წლებში გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინეს ოსეთის ოკუპაცია და სასტიკად მოექცნენ ოს ხალხს. მისი თქმით ეს არის „სწორედ ის, რასაც დღეს გენოციდი ეწოდება“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე