22-23 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების VII ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:48 | 21.12.2015
ნანახია: 2047

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-7 ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი"მზიანი სახლი" (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლოინიციატივების ქართული ასოციაცია - სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი" (თბილისი), ასოციაცია "ათინათი" (ზუგდიდი),სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ტარდება. ფორუმის ძირითადი მიზანიაახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობოსექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს აფინასებს საქართველოს სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ფორუმის ღონისძიებების უსასყიდლომართვას და ფასილიტირებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე