ნებისმიერი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც მოემსახურება იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი გავისტუმროთ, მისასალმებელია - ზაალ უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:31 | 01.08.2019
ნანახია: 909

ნებისმიერი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც იქნება კრიტიკული და მოემსახურება იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი გავისტუმროთ, მისასალმებელია, –„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას ახალი სატელევიზიო პლტფორმის დაფუძნების შესახებ.

„ჩემთვის უცნობია დავით კეზერაშვილის სატელევიზიო გეგმების შესახებ, გარდა იმისა, რაც წავიკითხე მისი ოფიციალური განცხადებიდან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ნებისმიერი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც იქნება კრიტიკული, ოპოზიციური და რომელიც მოემსახურება იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი გავისტუმროთ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რაც შეეხება თვითონ ტელევიზიას, ამას უკვე საზოგადოება შეაფასებს, როცა ეთერში გავა და დაიწყებს მუშაობას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მეგობრებთან ერთად ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე