ნაომი კემპბელი წვეულებაზე კანის ფერის გამო არ დაუშვეს

საქართველო, თბილისი - 16:04 | 31.07.2019
ნანახია: 1333

ცნობილი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი საფრანგეთის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ღონისძიებაზე დასასწრებად კანის ფერის გამო არ შეუშვეს. ამან პოდიუმის ვარსკვლავი ძლიერ აღაშფოთა და განაცხადა, რომ ამგვარი დამცირების გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მან ინციდენტს ამაზრზენი უწოდა.

„შავ ავაზად“ წოდებული ნაომი და მისი მეგობარი სასტუმროში ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეულნი. მათ სასტუმროში შესვლა სცადეს, მაგრამ დაცვამ და ადმინისტრაციამ მათ გზა გადაუღობეს კანის ფერის გამო. იუწყება The Guardian-ი.

ნაომისა და მის მეგობარს უთხრეს, რომ ადგილი არ არის. თუმცა ნაომიმ დაინახა, თუ როგორ უშვებდნენ სხვა სტუმრებს, რომლებიც თეთრკანიანები იყვნენ.

კემპბელმა თავი ძლივს შეიკავა და პერსონალთან ურთიერთობის გარკვევა არ უცდია. „ამ დამამცირებელმა და ამაზრზენმა ინციდენტმა შემახსენა, რომ თანასწორობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მე გავაგრძელებ საუბარს ჩემს შესახებ, რომ დავეხმარო მოდელების ახალ თაობას“, - განაცხადა ნაომიმ.

მან ასევე რჩევა მისცა დამწყებ მოდელებსაც. „არასდროს, არავის მისცეთ დამცირების უფლება თქვენი უნიკალურობის მიზეზით. არავინ უნდა მოგექცეთ უდიერად. ამ სამუშაოსთვის უნდა იყოთ ძლიერები, გაბედულები, გარს შემოიკრიბეთ საიმედო ადამიანები და დაიქირავეთ პროფესიონალი აგენტები“, - აღნიშნა სუპერმოდელმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე