გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო!

საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.12.2015
ნანახია: 1582

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა:  

„გილოცავთ ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილეს, თქვენი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში განუზომელია!

პატივს მივაგებ იმ თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი  სიცოცხლე ქვეყნის სამსახურს შეწირეს.

მადლობას გიხდით თქვენ, რადგან დღესაც,  ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ და ემსახურებით.

25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა, როგორც თანამედროვე, ახალი სახელმწიფო; როდესაც საბჭოთაკავშირიდან გამოსვლის პროცესში, ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ შექმნილიყოდამოუკიდებელი საქართველო.

მომავალ 2016 წელს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს - ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას! ვიზეიმებთ იმ დამოუკიდებლობას, რომელიც ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ.

2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალ მიზნებს; მიზნებს, რომლებიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის.

ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო!

დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვამტკიცეთ, მაგრამ ახლა უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას.

თავისუფალი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი!

თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ! თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი უზენაესია ყველასთვის! თავისუფალია ქვეყანა, რომელსაც შეუძლიასაკუთარი ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს! სწორედ ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს!

ჩვენ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას!

გამომდინარე აქედან, როდესაც ვუყურებთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს მიზნები ჩვენი ევროპული არჩევანის იდენტურია; იდენტურია, ჩვენი საზოგადოების ისეგანვითარებისა, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და, რისთვისაც თქვენმა თანამებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

აქედან გამომდინარე, 2016 წელს, საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ჩვენ ერთად გვაქვს მისაღწევი, სწორედ ამ წელსგანმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები.

ჩვენ ამ ნაბიჯებს მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და,  რა თქმა უნდა, ქართული ჯარი და ქართული არმია გადავდგამთ ერთად! ამ მიზნებს ჩვენ განვახორციელებთ ერთად!

მე იმედი მაქვს, რომ ის ძალა, რომელიც თქვენ შექმენით და ის მსახურება, რომელიც სამშობლოსადმი გასწიეთ, კიდევ უფრო მტკიცედ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს მომავალ წელსაც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს! გილოცავთ მომავალ თარიღს საქართველოს ახალი სახელმწიფოს 25 წლისთავის აღდგენისა! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა

ღონისძიებაზე ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადისგენერალი ლევან გამყრელიძე. ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე