ლარის გაუფასურების გამო, პურისა და პურპროდუქტების ფასმა შესაძლოა, მოიმატოს

საქართველო, თბილისი - 12:26 | 31.07.2019
ნანახია: 928

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების გამო, პურისა და პურპროდუქტების ფასმა შესაძლოა, მოიმატოს. თუმცა, მისი თქმით, ფასის მკვეთრი მატება არ არის მოსალოდნელი.

„ეს იქნება ალბათ ორლარიანი გაძვირება ერთ ტომარა ფქვილზე. ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2.75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის მარაგები არის, ასევე, ადგილობრივი ხორბლის მცირე მოსავალია, რაც ოდნავ დამაიმედებელი ფაქტორია, რათა ლარის კურსის სტაბილიზაციას დაელოდონ.

„სტაბილური ლარის პირობებში კიდევ შეიძლება იფიქრო, რომ ზემოთ არ წავიდეს ფასი. გვქონდა კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ისინიც ერიდებიან ასეთი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, ყველა აკვირდება ლარის კურსის მდგომარეობას“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

პირველი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე