შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ამოღებულია 21 კილოგრამი "ჰეროინი"

საქართველო, თბილისი - 12:22 | 31.07.2019
ნანახია: 751

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია:

21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე