21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 08:20 | 21.09.2015
ნანახია: 3187

დღეს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. "პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში", ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული "გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის".

მშვიდობის საერთაშორისო დღის საბოლოო აღიარება ბრიტანელი მსახიობისა და რეჟისორის ჯერემი გილეს დამსახურებაა, მისი პროექტი "ერთ დღესაც იქნება მშვიდობა", წარმოადგენს ფილმს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია გადაღებული და მასში ასახულია რეჟისორის მომზაურობა და მისი შეხვედრები ადამიანებთან, რომელთაც უნდათ მშვიდობა და რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს ომის საშინელება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე