სალომე ზურაბიშვილი გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 23.07.2019
ნანახია: 919

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, სექტემბრის ბოლოს გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, გაეროს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის: მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.
გენერალური ასამბლეის კვირეულში, ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებთან. ამავე კონტექსტში, გუშინ, 22 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა.
1 სექტემბერს, კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ცერემონიაში, რომელიც პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში გაიმართება. ღონისძიებას ერთობლივად უმასპინძლებენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2 სექტემბერს კი, ვარშავაში გაიმართება კონფერენცია თემაზე “ქალთა როლი პოლიტიკაში”, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე