ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი გახდება

საქართველო, თბილისი - 15:23 | 23.07.2019
ნანახია: 863

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი აირჩიეს.

ხვალ, 24 ივლისს ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი გახდება, მას შემდეგ რაც მოქმედი პრემიერი ტერეზა მეი თავის უფლებამოსილებას დათმობს.

ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პოსტისთვის იბრძოდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ლონდონის ექს-მერი ბორის ჯონსონი, რომელიც მთელი წინსაარჩევნო კამპანიის დროს ლიდერობდა. ამიტომაც პოლიტოლოგები ფაქტობრივად ერთმნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებენ მის გამარჯვებას.

მოქმედი პრემიერი ახალ პრემიერს ხელისუფლებას ოთხშაბათს გადასცემს, ტერეზა მეისთვის პარლამენტის ბოლო სესიის შემდეგ. დედოფალი ელისაბედ მეორე მეის გადაგომას მიიღებს და ახალ პრემიერს მთავრობის ფორმირებას სთხოვს. საკვანძო პოსტებზე დანიშვნის შესახებ ცნობილი უკვე ოთხსაბათს საღამოს გახდება. ცნობილია, რომ 24 ივლისს თანამდებობეს დატოვებენ კანცლერი ფილიპ ჰამონდი და იუსტიციის მინისტრი დევიდ გოუკი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე