პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავზე გერმანიას ეპატიჟება, რუსეთს - არა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 23.07.2019
ნანახია: 928

პოლონეთმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუსეთი არ დაპატიჟა, თუმცა მიიწვია გერმანია.

პოლონეთში ყოველწლიურდ იმართება ღონისძიებები ნაცისტური გერმანიის თავდასხმისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღეს - 1 სექტემბერს. ღონისძიება გდანსკში იმართება და 04:48 საათზე იწყება, სწორედ იმ დროს, როდესაც პოლონეთის ტერიტორია პირველად დაიბომბა.

წელს ვარშავაში  მეორე მსოფლიო ომის 80 წლისთავის აღნიშვნა მოკავშირეების წრეში გადაწყვიტეს.

 „ამ დრამატულ მოვლენებს პოლონეთი იმ ქვეყნებთან ერთად აღნიშნავს, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოშო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც საერთაშორისო სამართლის დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პოლონეთის გადაწყვეტილებამ რუს ექპერტთა წრეში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე