ხაბაროვსკში, კარვების ბანაკში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 23.07.2019
ნანახია: 788

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში კარვების ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაშავდა ხუთი მოზრდილი და შვიდი ბავშვი. ორი არასრულწლოვანი მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი მოზარდი ტრაგედიის ადგილზე დაიღუპა, ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ბავშვის მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში განაგრძობს, მისი მდგომარეობა უმძიმესია.

ხანძარი კარვების ბანაკში ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 26-დან 20 კარავი დაიწვა. ბანაკში 189 ბავშვი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, გამათბობელის აალება გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე