პირველად ბოლო 43 წლის განმავლობაში ”მის ერაყი” აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 21.12.2015
ნანახია: 1760

ბაღდადში ”მის ერაყის” კონკურსში გაიმარჯვა 20 წლის შაიმა აბდელრაჰმანმა ქალაქ კირკუკიდან. კონკურსი ბოლო 43 წლის განმავლობაში ერაყში პირველად გაიმართა.

ორგანიზატორები შეეცადნენ კონკურსი ”მის მსოფლიოსა” და ”მის სამყაროს” სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოვებული ყოფილიყო, რადგან შემდეგ გამარჯვებულმა ერაყი საერთაშორისო კონკურსებში უნდა წარადგინოს. თუმცა ზოგიერთი დეტალი მოწმობდა, რომ მოვლენები ერყში ვითარდებოდა. მონაწილეებს კაბები მუხლს ქვემოთ ეცვათ, შენობის შესასვლელებს კი ავტომატებით შეიარაღებული პირები იცავდნენ.

კონკურსმა ერაყის სხვადასხვა ქალაქიდან ათობით ლამაზმანი მიიზიდა. მონაწილეებს შორის იყო ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ქალაქის - მოსულის წარმომადგენელიც.

ერაყის წარმომადგენელმა მონაწილეობა ბოლოს 1972 წელს ”მის სამყაროს” კონკურსში მიიღო. მაშინ გოგონა მუსლიმმა საზოგადოებამ მკაცრად გაკიცხა და კონკურსს ”სატანური” უწოდა. მას შემდეგ მსგავს ღონისძიებებში ერაყელ გოგონებს მონაწილეობა აღარ მიუღიათ.

ორგანიზატორების თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კონკურსი რელიგიური მორალის ნორმების შესაბამისად გამართულიყო. მაგალითად უარი თქვეს გოგონების საცურაო კოსტიუმებით გამოსვალზე. თუმცა კონკურსის მონაწილეებს სახე ხიჯაბითა და ფარანჯით არ დაუფარავთ.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე