ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკევთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 23.07.2019
ნანახია: 897

თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიორგი ყუფარაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა. ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. მან უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე.

გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.

ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2014 წელს მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე