პორტუგალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 23.07.2019
ნანახია: 769

სულ მცირე 39 ადამიანი დაშავდა პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ დასახმარებლად ესპანეთს მიმართა.

ესპანეთმა ორი თვითმფრინავი -ამფიბია გამოყო.

ხანძარი ვილა-დი-რეის მუნიციპალიტეტში 20 ივლისს დაიწყო. შემდეგ კი მეზობელ მასანის მუნიციპალიტეტში გავრცელდა.

ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი. მეხანძრეებს მუშაობაში ხელს უშლის ქარი, რომელიც ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. ხანძარი 8500 ჰექტარზეა გავრცელებული.

პოლიციამ ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 55 წლის მამაკაცი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე