სლოვენიის მოქალაქეებმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას მხარი არ დაუჭირეს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 21.12.2015
ნანახია: 1589

სლოვენიაში გამართულ რეფერენდუმზე მოქალაქეებმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას მხარი არ დაუჭირეს.

რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 35 პროცენტმა მიიღო. მონაწილეთა 63-მა პროცენტმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ხმა არ მისცა.

მარტში სლოვენიის პარლამენტმა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა. თუმცა კანონპროექტის მოწინააღმდეეგებმა ამ საკითხთან დაკავშირებით რეფრენდუმის გამართვა მოითხოვეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე