ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო უკრაინის ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:01 | 22.07.2019
ნანახია: 897

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმიანება. პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან რეიტინგების მიხედვით, პარტია ვერ შეძლებდა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევანი ვოლოდიმირ ზელენსკის ხალხის მსახურის სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

სააკაშვილის თქმით, ახლა მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე