ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 22.07.2019
ნანახია: 707

ირანული მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ჯაშუშური ქსელი გაანადგურა, რომელშიც 17 ადამიანი იყო გაწევრიანებული.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ მუშაობდნენ. მედიის ცნობით, მათ განაჩენი უკვე გამოუტანეს, ზოგიერთ მათგანს სიკვდილით დასჯიან.

დაკავებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკავებების შესახებ ცნობილი ირანსა და აშშ-ის შორის გამწვავებული ვითარების ფონზე გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე