ავღანეთში ავიაიერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 22.07.2019
ნანახია: 801

სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაეირიში გვიან ღამით განხორციელდა.

ლოგარის პოლიციის ინფორმაციით, ავიაიერიში საერთაშორისო კოალიციამ მიიტანა, რომლის სამიზნეც „თალიბანის“ მებრძოლები იყვნენ.

აშშ და მისი მოკავშირეები 2001 წლიდან ავღანეთში ატარებენ ოპერაციას თალიბებისა და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ. ეს სამხედრო კამპანია ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ისტორიაში. 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა სამხრეთ აზიაში მოქმედებების ახალი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთში კონფლიქტის დარეგულირებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე