პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს დღეს, საღამოს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:38 | 19.07.2019
ნანახია: 879

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დღეს, საღამოს შეხვდება. ის უკვე შეხვდა ტელეკომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს.

"თამილასთან მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი, კარგი საუბარი, მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, გამაცნო სტრუქტურა კომპანიის, ფინანსისტებს ცოტა მოგვიანებით შევხვდები და საღამოს, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო გამოშვებები დასრულდება, დავგეგმეთ შეხვედრა ყველა ჟურნალისტთან" - თქვა სალიამ.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე