NDI: პირველი არჩევანის მიხედვით 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს

საქართველო, თბილისი - 11:22 | 21.12.2015
ნანახია: 1513

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის მიხედვით 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია. 
პირველი არჩევანის მიხედვით, 18% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ხოლო მეორე არჩევანის მიხედვით 4%. 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": პირველი არჩევანი 14%, მეორე არჩევანი - 3%; 
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები": პირველი არჩევანი - 9%, მეორე არჩევანიც - 9%; 
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა": პირველი არჩევანი - 5%, მეორე არჩევანი - 3%; 
"ლეიბორისტული პარტია": პირველი არჩევანი - 5%, მეორე არჩევანი -4%;
"პატრიოტთა ალიანსი": პირველი არჩევანი - 4%, მეორე არჩევანი -3%. 
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე