პარიზში ტერატქებთან კავშირში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 21.12.2015
ნანახია: 1581

საფრანგეთის დედაქალაქში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 27 წლის ჩეჩენი დააკავეს. ”ფრანც პრესის” ინფორმაციით, დაკავებული საცხოვრებლად საფრანგეთში მოზარდობის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინა, რომელიც ”ისლამურ სახელმწიფოსთან” მის კავშირს ადასტურებს.

ერთ-ერთ ჩანაწერში ის აცხადებს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენელია და სამართალდამცავებს სიკვდილით ემუქრება.

ის რომ სააგიტაციო მასალებს ინტერნეტით ავრცელდებდა, ეჭვმიტანილი აღიარებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მუქარის განხორციელებას არ გეგმავდა. ამ დროისათვის ის შინა პატიმრობაში იმყოფება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე