NDI: 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი მისაღებია

საქართველო, თბილისი - 11:20 | 21.12.2015
ნანახია: 1513

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია. 
კვლევის თანახმად იკვეთება ტენდენცია, რომ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს შორის ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა მაღალია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 
NDI-გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე