71-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 18.07.2019
ნანახია: 1195

ჯორჯიის შტატში ცოლ-ქმარი, რომელმაც 71 წელი ქორწინებში გაატარა, ერთ დღეს გარდაიცვალა. იუწყება Daily Mail-ი.

ჰერბერტ დელეიგლიმ მერილინ ფრენსისი 1947 წელს ქალაქ უენსბოროს კაფეში გაიცნო, სადაც მერილინი მუშაობდა. „ხშირად ვაკვირდებოდი, როგორ დადიოდა ის აქეთ-იქით, თვალს ვერ ვაშორებდი, ბოლოს როგორც იქნა გავბედე და პაემანზე შევუთანხმდი“,  - განაცხადა ჰერბერტმა 2018 წელს WRDW-თან ინტერვიუში. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდნენ.

დელეიგლებს ექვსი შვილი, 16 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და სამი შვილთაშვილის შვილი ჰყავდათ. 94 წლის ჰერბერტი ღამით, 02:20 საათზე გარდაიცვალა, 88 წლის მერილინი კი ქმრის გარდაცვალებიდან 12 საათის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე