სასურველი იქნებოდა, სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელოს დროებითი ღონისძიება - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 10:41 | 18.07.2019
ნანახია: 639

თბილისის დროით 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნება და "რუსთავი 2"-ის ყველა მხარდამჭერს, ამ დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვაპირებთ ზეიმს, არავინ რომ არ მოვატყუოთ. რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ გადაწყვეტილება არ ვიცით, მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ავტომატურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე არის გაუქმებული და ის ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ გამოიტანს. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელოს დროებითი ღონისძიება და ჩვენს მთავრობას არ მისცეს შესაძლებლობა რომ ერთი, "რუსთავი 2" წაიღოს და მეორე, ჩაიდინოს დანაშაული იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში დარღვევადადგენილ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება არის დანაშაული, კონსტიტუციის დარღვევა. მე არ მინდა რომ მთავრობა და იუსტიციის მინისტრი დამნაშავე გახდეს ერთი მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, ცუდი მიზეზი იქნებოდა ძალიან და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა არ მინდა, რომ "რუსთავი 2"-ს ამის გამო პრობლემები შეექმნეს, მართალია უკანონო, მაგრამ პრობლემები”,- აცხადებს ნიკა გვარამია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე